weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

საოკუპაციო ხაზთან მერკელის მისვლით დასტურდება, რომ გერმანიისთვის ოკუპაცია მიუღებელია – ზალკალიანი

16:49 ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მისვლა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპაცია გერმანიისთვის მიუღებელია.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, სერიოზული გეოპოლიტიკური პრობლემების ფონზე, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან სერიოზული გზავნილია, პირველ რიგში, საქართველოს მხარდაჭერას ნიშნავს.

„ასევე ის ფაქტი, რომ გერმანიის კანცლერი მიდის საოკუპაციო ხაზთან, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ გერმანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ოკუპაცია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მიდის გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით და ქართული მხარის წარმომადგენლის გარეშე, ზალკალიანმა განაცხადა: „რაც შეეხება ფორმატს, მოგიწოდებთ, რომ ყურადღებით გადაავლოთ თვალი ევროკავშირის წინა ლიდერების ვიზიტს საქართველოში. ევროკავშირის ყველა ლიდერი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, სწორედ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ ორგანიზებული შეხვედრით განხორციელდა მათი მისვლა საოკუპაციო ხაზთან. ეს არის სწორედ ის ფორმატი, რომელიც წინასწარ არის შეთანხმებული ევროკავშირის მისიასთან. არასდროს ქართული მხარე არ იყო ამ ვიზიტზე. თქვენ არასწორად ამბობთ ამ ინფორმაციას“.

გერმანიის კანცლერის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. 24 აგვისტოს მერკელი შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან მივა და იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]